Maikaprint.ge ს შეუძლია მაისურის, კეპის, ჩანთის, გულსამაგრის და უამრავი სხვადასხვა ნივთის თუ სამოსის დამზადება.
მასალა, რომლითაც ვბეჭდავთ წარმოადგენს სერთიფიცირებულ აპრობირებულ მასალას, რაც ჩვენ მიერ დამზადებული ტანსაცმლის, აქსესუარების თუ სხვადასხვა ნივთის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.
საბეჭდი მასალები, რომლებიც თერმულად გადადის სხვადასხვა ქსოვილზე თუ ნივთზე:
თერმოტრანსფერული აფსკი - სპეციალური მასალა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის წარწერის და გრაფიკული გამოსახულებების გადასატანად.
თერმოქაღალდი - სპეციალური ქაღალდი, რომელიც გამოიყენება ფერადი გამოსახულებების გადასატანად ღია და მუქი ფერის ნაჭერზე და მყარ მასალებზე, ტყავზე და ტყავის შემცვლელზე, ასევე დროებითი ტატუს გადასაყვანად.