Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player





maikaprint.ge თ ქვენი საუკეთესო მეგობარია.
თქვენ ყოველი რეალიზებული ნივთიდან გარანტირებულ ფულად ჯილდოს მიიღებთ!

 

ამ თანხის ოდენობას თქვენ თავად არეგულირებთ.

 

  ჯილდოს საქონლის გაცემიდან 24 სთ-ის განმავლობაში მიიღებთ.

  თანხა 10 აშშ დოლარის (ექვივალენტით ლარებში) ოდენობისას ანაზღაურდება. თუ ის ნაკლებია, გადმოგერიცხებათ 10 აშშ დოლარის (შესაბამისი კურსით ლარებში) დაგროვებისთანავე.

(ეს როგორ ხდება?)

 გავხსნათ მაღაზია

 დარეგისტრირდით, რათა გახსნათ მაღაზია მისამართზე:www./  maikaprint.ge..........(თქვენი მაღაზიის სახელი)

 ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე პარტნიორული მაღაზიის შაბლონს, თუმცა ნებისმიერი შაბლონის შეცვლა შეიძლება;

 ძირითად მასალებზე, რომლებზეც თერმული ბეჭდვა წარმოებს, ჩვენთან პარტნიორულ გაერთიანებაში მყოფ პირებს ვთავაზობთ სპეციალურ ფასებს.

 ფასები მოცემულია ძირითად მასალაზე და A4  ფორმატის ზომის ნახატის დატანების შემთხვევაში.

დაიტანეთ თქვენს მიერ შექმნილი გრაფიკული ობიექტები (ლოგო, ნახატი, ფოტო, ტექსტი) სერვისით შემოთავაზებულ ძირითად მასალაზე და თქვენს მაღაზიაში განათავსეთ;

 როგორც უკვე ავღნიშნეთ  maikaprint.geთავის პარტნიორებს ძირითად მასალებზე სპეციალურ ფასებს თავაზობს;

 თქვენი ანაზღაურება საცალო და პარტნიორულ ფასებს შორის განსხვავების ტოლი იქნება. (მაგალითად; თუ ძირითადი მასალა (მაისური) ჩვეულებრივი მყიდველისთვის 15 ლარი ღირს, პარტნიორული მაღაზიის მფლობელისთვის 12 ლარი ეღირება. . . თქვენი მოგება იწყება 3 ლარიდან.

 თუ თქვენ ძირითად მასალას (მაისურს) იმ ფასში გაყიდით, რომელსაც  maikaprint.geსთავაზობს მომხმარებელს, თქვენი მოგება 3 ლარი იქნება. თუმცა, თქვენ უფლება გაქვთ გასაყიდი ფასი თავად განსაზღვროთ; შეგიძლიათ მოგების დაკლების ხარჯზე დასწიოთ სარეალიზაციო ფასი, ან ისეთი დიზაინი შექმნათ, რაც საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვნად მოუმატოთ ღირებულება საქონელს.

 ანუ თუ მაისურის რეალიზაციას 13 ლარად მოახდენთ, თქვენი საზღაური 1 ლარი იქნება, მაგრამ დიზაინის გაუმჯობესების ხარჯზე ფასის 25-30 ლარამდე აწევის შემთხვევაში მოგება ბევრად გაიზრდება და შეადგენს 13-18 ლარს.

 თქვენი საავტორო საქონელი თქვენივე დადგენილი ფასით უნდა მოათავსოთ საკუთარი მაღაზიის საიტზე და გადაუგზავნოთ ნაცნობ-მეგობრებს.

 დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ!

 შეკვეთის მიღებისთანავე ტელეფონის, სკაიპის ან იმეილის საშუალებით გვიკავშირდებით, ჩვენ კი კლიენტთან ვამყარებთ კონტაქტს ყველა დეტალის დასაზუსტებლად.

 ბეჭდვა

 maikaprint.geსაქონლის მაღალი ხარისხით და შეკვეთის შესრულების სისწრაფით გამოირჩევა. მას მომხმარებლის შეკვეთის მაღალ დონეზე შესრულების პასუხისმგებლობა გააჩნია.

 maikaprint.ge ქსოვილსა და სუვენირებზე სურათის გადასაყვანად იყენებს თერმული გადაყვანის ტექნოლოგიას. ბეჭდვა ხორციელდება თერმოტრანსფერის აფსკების(პლიონკების)  საშუალებით, რაც გამძლე და საიმედოა.

 ბეჭდვა ხორციელდება ნებისმიერი სახის და ფერის ქსოვილზე, ტყავზე და ტყავის შემცვლელზე (ხელოვნურ ტყავზე).

 ასევე გთავაზობთ სურათის თერმულად გადატანას, რომელშიც ფერთა გამა შეზღუდული არ იქნება.

 თერმული ბეჭდვა ერთ-ერთი პოპულარული სახეა თავის სფეროში, რადგან შესაღლებელია ფერთა ფართო სპექტრის გადატანა.

 ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ნახატის თუ რეპროდუქციის ქსოვილზე დაბეჭდვა 100 %-იანი ხარისხით, რაც არ მიიღწევა შოლკოგრაფიის მეთოდით ბეჭდვისას.

  ფოტო თერმულად გადაგვყავს A4 ფორმატის ზომით (20-სმX 30-სმ ზე). განსხვავებულ საფასურად შესაძლებელია A3 ფორმატის ზომით გადატანაც.

 თერმოტრანსფერის (პლიონკით) აფსკით ბეჭდვისას ზომა შეუზღუდავია, ხოლო ფერთა რაოდენობა 4- არ უნდა აღემატებოდეს.


 
Maikaprint.ge გთავაზობთ ანგარიშსწორების მარტივ და კომფორტულ მექანიზმს.

Copyright © 2011 SUPERLINES ყველა უფლება დაცულია

 შექმნილია სტუდია  Web Developer ის  მიერ
საკონტაქტო ინფორმაცია:
პასტერის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო        ტელ: +995(832) 2 95-10-72
    მობ: +995(593) 33-70-63, +995(595) 29-10-20