Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ომსახურება

 

 ჩვენი არაოფიციალური დევიზია: თქვენ იდეებს + ჩვენი შესაძლებლობები = მომგებიან ბიზნესს

Maikaprint.ge  სურვილია ახალგაზრდებს გვერდში დაუდგეს,მისცეს საშუალება შექმნან საკუთარი სტილი და დამსახურებულად მიიღონ ფულადი ანაზღაურება. 

 Maikaprint.ge  თვითრეკლამაში, საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ, თქვენ კი ამაში ფულს მიიღებთ.

შემოქმედებითი საქმიანობა სარგებელსა და აღიარებას მოგიტანთ! ეს კი მხოლოდ დასაწყისია დიდი ბიზნესისა.      თანამშრომლობის პროცესში ჩვენ მრავალ პარტნიორულ პროექტს შემოგთავაზებთ: პარტნიორული მაღაზიების შექნმნას, მათ დახმარებას, მომარაგებას და დასაჩუქრებას.

 ჩვენ სამართლებრივ მხარდაჭერასაც აღმოგიჩენთ.

 რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენთვის ავტომატურად,     უფასოდ შეიქმნება პარტნიორული მაღაზია.

Maikaprint.ge  - დაემატება თქვენი მაღაზია.

 მაგალითად გინდათ რომ თქვენს მაღაზიას ერქვას იკა, მაშინ თქვენი მაღაზიის ინტერნეტ-გვერდს ერქმევა Maikaprint.ge  /ika

Maikaprint.ge  საქონელს მოთხოვნისამებრ ამზადებს.  შეკვეთის მიღებისა და თანხის ჩარიცხვის შემდეგ  maikapirint.ge მზადაა ნებისმიერი მოცულობის შეკვეთა დაგიმზადოთ, რომელსაც შემდგომ თქვენს მაღაზიაში განათავსებთ. (თუ სურვილი გაქვთ ონლაინ მაღაზიასთან ერთად დაგეხმარებით ჩვეულებრივი მაღაზიის გახსნასა და ამუშავებაში) მრავალფეროვნების მხრივ არანაირი პრობლემა არაა. უმცირეს დროში დაგიმზადებთ ყველა შემოთავაზებულ ნივთს.

 გახსოვდეთ!  0 კაპიტალის ჩადებით შეგიძლიათ დაიწყოთ დიდი  ბიზნესი!

 საქონლის შექმნა ონლაინ კონსტრუქტორის გამოყენებით ხდება.

Maikaprint.ge  შეუძლია მაისურის, კეპის, ჩანთის, გულსამაგრის და უამრავი სხვადასხვა ნივთის  თუ სამოსის დამზადება.

 

მასალა, რომლითაც ვბეჭდავთ წარმოადგენს სერტიფიცირებულ აპრობირებულ მასალას, რაც ჩვენ მიერ დამზადებული ტანსაცმლის, აქსესუარების  თუ სხვა ნივთების მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.

 

საბეჭდი მასალები, რომლებიც თერმულად გადადის სხვადასხვა ქსოვილზე თუ ნივთზე:

 

თერმოტრანსფერული აფსკი - სპეციალური მასალა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის წარწერის და გრაფიკული გამოსახულებების გადასატანად.

 

თერმოქაღალდი - სპეციალური ქაღალდი, რომელიც გამოიყენება ფერადი გამოსახულებების გადასატანად ღია და მუქი ფერის ნაჭერზე და მყარ მასალებზე, ტყავზე და ტყავის შემცვლელზე, ასევე დროებითი ტატუს გადასაყვანად.

 
საქონლის მიწოდება

 

Maikaprint.ge  მომხმარებელს საქონელს მიაწვდის . თბილისში და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

 

Maikaprint.ge  გთავაზობთ საქონლის მიღების შემდეგ სახეობებს:

 თვითგატანა სათაო ოფისიდან;

 კურიერის მომსახურეობა - მითითებულ მისამართზე საქონლის მიტანა (კურიერის მომსახურეობას შემკვეთი ანაზღაურებს საქონლის ადგილზე მიტანისას);

 საქონლის მიწოდებას ჩვეულებრივი ფოსტით ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში .თბილისში და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

 

  საქონლის გატანა (თვითგატანა) წარმოებს ყოველდღე 10-სთ-იდან  20სთ-მდე. .თბილისი   პასტერის 3       სალონი `ნა-პა~ ტელ. 832- 95- 10- 72   895-29-10-20 893-46-05-33

A mail:  napa.ltd@gmail.com 

www: Maikaprint.ge 

 

Maikaprint.ge  - წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგიწვევთ თქვენ მიერ შეკვეთილი საქონლის წასაღებად.

 თუ გსურთ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მიიღოთ შეკვეთილი საქონელი, დამატებითი გადასახდელი გექნებათ 10 დოლარი (ექვივალენტი ლარებში).

 თუ  შეკვეთის ღირებულება აღემატება 100 ლარს, . თბილისის ფარგლებში  კურიერი საქონელს მოგაწვდით ტრანსპორტირების ხარჯების გარეშე.

 ადგილზე მიტანის ხარჯების გადახდა შესაძლებელია, როგორც წინასწარი გადმორიცხვით, ასევე კურიერის მიერ საქონლის მიწოდებისას.

 .თბილისის ფარგლებს გარეთ საქონლის გაგზავნა მოხდება ფოსტით.

 თუ ამანათს ფოსტაში მიიღებთ, შეტყობინებიდან 24 სთ-ის განმავლობაში აუცილებლად უნდა გაიტანოთ, რათა ამანათის შენახვის საფასურის დამატება არ მოგიხდეთ.

 პროდუქციის გატანა დამზადების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის განმავლობაშია აუცილებელი. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

 შეკვეთა სრულდება 1-დან-14-დღის განმავლობაში, თანხის გადახდის შემდეგ.

 თქვენი შეკვეთა წყალგაუმტარ შესაფუთ მასალაში მოთავსდება, რაც მის დაზიანებას გამორიცხავს.

 

 გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ! საქონლის დამზადებას 1-14 დღე სჭირდება, გაგზავნას და მიწოდებას  .თბილისის გარეთ 7-დან 14-დღე.

მაღაზიის მიერ პროდუქციის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში  არ ხდება შეკვეთილი პროდუქტის დამზადება და გაგზავნა.

 


საქონლის (პროდუქციის) ექსპლოატაციის წესები

maikaprint.ge

-ს მიერ შექმნილი პროდუქცია პირვანდელ სახეს დიდხანს არ დაკარგავს, თუ შემდეგ წესებს გავითვალისწინებთ:
ქსოვილისგან დამზადებული ნაწარმი მაისური, ჩანთა, ყელსახვევი,და ა.შ.) არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში. გარეცხეთ ხელით, არაუმეტეს 30% ტემპერატურის წყალში.
რეცხვა და გაუთოება უკუღმა მხრიდან მოახდინეთ.
თუ ქსოვილზე ფართო ფოტოა დატანებული, შენახვისას ნაბეჭდ ადგილზე ნუ გადაკეცავთ. ნაბეჭდი მონაკვეთები არ დაჭმუჭნოთ და სიმძიმის ქვეშ არ მოათავსოთ.
თუ ყველა ამ წესს დაიცავთ, თქვენი მაისური მრავალ გარეცხვას გაუძლებს.
რაც შეეხება სუვენირებს და ჭურჭელს მათ განსაკუთრებული მოფრთხილება არ სჭირდება. შეგიძლიათ გარეცხოთ ისინი ნებისმიერი ტემპერატურის წყალში, ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, გახეხვის გარეშე.




მომსახურეობა

  maikaprint.ge გთავაზობთ:საქონლის ფართო არჩევანს, ქსოვილზე და სუვენირებზე ბეჭდვის ახალ ტექნოლოგიებს.
დამზადება და გაგზავნა მოხდება 1-14-დღეში.
maikaprint.ge გთავაზობთ პარტნიორების და მომხმარებლების გვერდზე დგომას, ონლაინ მომსახურეობით, ტელეფონით და სკაიპით. 

თანხის გადახდა

  maikaprint.ge გთავაზობთ თანხის გადახდის რამოდენიმე გზას:
1. საბანკო გადარიცხვებს,
2. საკრედიტო ბარათით გადახდას.
3. ნაღდი ფულით ადგილზე გადახდას.

შეკვეთის ანაზღაურება ხდება ლარებში (GEL)

საქონლის მიტანის საფასურს მყიდველი იხდის საქონლის მიღებისას.
maikaprint.ge-ს რეკვიზიტებია:

ქ.თბილისი. პასტერის ქუჩა  3
   832 2 95 10 72
 595 29 10 20 (ბანი)
 593 33 70 63
A-maile napa.ltd@gmail.com
skype   maikaprint.ge

,





 
Maikaprint.ge გთავაზობთ ანგარიშსწორების მარტივ და კომფორტულ მექანიზმს.

Copyright © 2011 SUPERLINES ყველა უფლება დაცულია

 შექმნილია სტუდია  Web Developer ის  მიერ
საკონტაქტო ინფორმაცია:
პასტერის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო        ტელ: +995(832) 2 95-10-72
    მობ: +995(593) 33-70-63, +995(595) 29-10-20